ჩვენ ვეხმარებით სასტუმროებს
პირდაპირი ჯავშნების მოზიდვაში,
რეპუტაციის შექმნასა და შემოსავლის ზრდაში.
მარკეტინგული სერვისები სპეციალურად სასტუმროებისთვის
Cordie სრული სერვისის ციფრული მარკეტინგული სააგენტოა მასპინძლობის ბიზნესისთვის. ჩვენი გუნდი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება. ჩვენ ზუსტად ვიცნობთ მასპინძლობის სფეროში არსებულ ნიუანსებსა და გამოწვევებს და დაგეხმარებით მათი წარმატებით გადაჭრაში. ჩვენ გირჩევთ, როგორ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი თქვენი ბიზნესისგან ციფრულ სამყაროში.

ჩვენი მისიაა, გაგიმარტივოთ სასტუმროს მართვის რთული პროცესი.

რატომ "Cordie"? ჩვენი სახელი მომდინარეობს ინგლისური სიტყვისგან cordiality (გულწრფელობა) ჩვენ გვჯერა, რომ მასპინძლობის სფერო გულწრფელობის გარეშე წარმოუდგენელია.


რას ვაკეთებთ / ჩვენი სერვისები
მასპინძლობის სფეროში ჩვენი უნიკალური გამოცდილებით გიჩვენებთ
ონლაინ სერვისების გამოყენების პოტენციალს თქვენი სასტუმროსთვის.

ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა შესაძლო გამოწვევას და მოგაწვდით
შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას, რომელიც აუცილებელია თქვენი წარმატებისთვის.

სასტუმროს ვებგვერდი
ვფიქრობთ, რომ სასტუმროსთვის უმნიშვნელოვანესია, მისი ვებგვერდი მოერგოს მომხმარებლის მოთხოვნებს, სწორედ ამიტომ, ყველა ტიპის სასტუმროს ვთავაზობთ ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული საიტის დამზადებას, რომელიც გამოკვეთს თქვენი ბიზნესის უპირატესობებს.
მეტის გაგება
Landing გვერდები
კარგი საშუალებაა, გაზარდოთ თქვენი სასტუმროს დამატებითი სერვისების გაყიდვები, მაგალითად: სპეციალური პაკეტები, შეთავაზებები, ფასდაკლებები, საკონფერენციო ან სადღესასწაულო სივრცე, რესტორანი, სპა და სხვა.
მეტის გაგება
სასტუმროს ჩატბოტი
გაზარდეთ პირდაპირი ჯავშნები სპეციალურად სასტუმროებისთვის შექმნილი ჩატბოტის საშუალებით. ეს თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლე წარმატებით გამოიყენება სერვისის გაუმჯობესებისთვის. ჩატბოტი დაეკონტაქტება თქვენს ონლაინ-ვიზიტორებს რამდენიმე ენაზე, მიაწვდის საჭირო ინფორმაციას და აქცევს მათ თქვენს რეალურ მომხმარებლებად.
მეტის გაგება
სოციალური მედია მარკეტინგი
გააუმჯობესეთ თქვენი ონლაინ-რეპუტაცია და დაუკავშირდით სამიზნე აუდიტორიას სოციალური მედიის არხების საშუალებით. კვლევისა და სამიზნე ჯგუფის განსაზღვრის შედეგად, შეგიქმნით სოციალურ მედია სტრატეგიას სხვადასხვა სოციალური ქსელებისთვის, რათა თქვენი სასტუმრო საუკეთესოდ იყოს წარმოჩენილი ონლაინ.
მეტის გაგება
ციფრული მარკეტინგი
ჩვენი მარკეტოლოგების გუნდი მზადაა, შეიმუშავოს ინტეგრირებული და ციფრული მარკეტინგული კამპანია სპეციალურად თქვენი სასტუმროსათვის, რათა გაზარდოთ ჯავშნების რაოდენობა, გააუმჯობესოთ რეპუტაცია და გაზარდოთ შემოსავალი.
დიზაინი & სასტუმროს ბრენდინგი
სხვა დიზაინერების გუნდებისგან განსხვავებით, ჩვენ ექსკლუზიურად სასტუმროების მომსახურებაზე ვართ ორიენტირებულები, ამიტომ კარგად ვიცით, რა სჭირდება ბიზნესსა და მომხმარებელს. ჩვენი დიზაინერებისთვის პრიორიტეტია სწორი ბალანსი ესთეტიკურ სიმეტრიასა და კომერციულ რეალობას შორის.
კონტენტ მარკეტინგი
კრეატიული და ღირებული კონტენტის შექმნით სასტუმროს წარმომადგენლებს ვეხმარებით, აწარმოონ ინტერაქცია ბრენდსა და მის ყოველდღიურ მომხმარებელს შორის. უნიკალურ კონტენტს შეუძლია მეტი შემოსავლის მოტანა, ბრენდის ცნობადობის და რეპუტაციის ზრდა.

ასევე, სწორი კონტენტ მარკეტინგი ზრდის ბრენდის გამოჩენის სიხშირეს და აუმჯობესებს მის რეიტინგს ონლაინ-საძიებო სისტემებში.


ჩვენი პრიორიტეტი რეალური
შედეგის მოტანაა


პირდაპირი ჯავშნების ზრდა
ფიქრობთ, რომ თქვენს სასტუმროს სჭირდება ისეთი მარკეტინგული სტრატეგიები, რომლებიც ვებგვერდიდან პირდაპირი ჯავშნების რაოდენობას გაზრდის? მაშინ სწორ ადგილას მოხვდით.

სასტუმროები თავიანთი შემოსავლის დიდ ნაწილს ონლაინ-დაჯავშნის საიტებისა და სხვა შუამავლების არსებობის გამო კარგავენ. პირდაპირი ჯავშნების გაზრდით თქვენ შეგიძლიათ დაწიოთ ბიუჯეტი და გაზარდოთ შემოსავალი. ჩვენ ხელს ვუწყობთ სასტუმროებს, აწარმოონ კონტაქტი მომხმარებელთან და განავითარონ პირდაპირი დაჯავშნის სისტემა.

ნაკლები დამოკიდებულება ონლაინ-დაჯავშნის საიტებზე
ჩვენ ხელს ვუწყობთ სასტუმროებს, არ დაკარგონ ჯავშნები ონლაინ-დაჯავშნის საიტების გამო. არამედ, ყურადღება გაამახვილონ საკუთარ ბრენდსა და მის სტრატეგიაზე.

ზედმეტად გეჩვენებათ 25% საკომისიო გადასახადი შუამავლებისთვის? ჩვენც! შეამცირეთ შუამავლებზე დამოკიდებულება და გადაამისაართეთ თქვენი მომხმარებლები საკუთარ ვებგვერდზე.
მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი

სასტუმროს ტიპის, სიდიდის და ოთახების რაოდენობის შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ბიზნესიდან.

კონკურენტული უპირატესობა
რეპუტაცია = შემოსავალს

აკონტროლეთ თქვენი სასტუმროს რეპუტაცია კონკურენტებისგან განსხვავებული პოზიციონირებით.


სასტუმროს ინდუსტრიის ყველა სეგმენტში მაღალი ონლაინ რეპუტაცია ნიშნავს მომხმარებლის მოლოდინის გამართლებას. მისი ეფექური მართვა საშუალებას მოგცემთ, გაზარდოთ საშუალო დღიური ტარიფი (average daily rate (ADR)) ჩვენ გთავაზობთ ონლაინ-შეფასებების სისტემის ოპტიმიზაციას, რომელიც თქვენი შემოსავლის ზრდაზე და თქვენი რეიტინგის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.
შემოსავლის მაქსიმალიზაციის სერვისი
სასტუმროს ტიპისა და ზომის განურჩევლად, მასპინძლობის სერვისის ყველა წარმომადგენლის პრიორიტეტი მაქსიმალური შემოსავლის მიღებაა.

თქვენი სასტუმროს სტილის შესაბამისად, დამატებითი შემოსავლის მიღების არაერთი საშუალება არსებობს, როგორიცაა: საკონფერენციო, საქორწინო სივრცე, რესტორანი, განსაკუთრებული პაკეტები, სეზონური შეთავაზებები, სპა და ფიტნეს ცენტრი და ა.შ.
რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან?
მასპინძლობის გამოცდილება

ჩვენი ექსპერტების გუნდი მსოფლიო მასპინძლობის სფეროს და ციფრული მარკეტინგის პროფესიონალებისგან შედგება. ჩვენი ნიშა სასტუმროები და კურორტებია. ვაერთიანებთ მრავალწლიან საერთაშორისო და ადგილობრივც გამოცდილებას, ბაზას და საუკეთესო პრაქტიკას, რათა მომხმარებელმა მოკლე დროში დაინახოს შედეგი.
ჩვენ კრეატიულები ვართ



გვჯერა, რომ კრეატიული მარკეტინგული კამპანიებით თქვენი სასტუმრო კონკურენტულ ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს.
ჩვენ მეგობრულები ვართ

ჩვენს მომხმარებელს ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილად მივიჩნევთ და მათთან სანდო ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად ბევრს ვმუშაობთ. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ და მოხარულები ვიქნებით, თუ დაგეხმარებით.
ჩვენ პასუხისმგებლები ვართ

სხვადასხვა აკრძალული მეთოდების გავლენით ციფრული მარკეტინგი შესაძლოა სრულიად არასწორი მიმართულებით განვითარდეს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მხოლოდ იმ საშუალებებზე, რომლებიც სანდოა და მათი ეფექტურობა მრავალგზის გამოცდილია. საუკეთესო პრაქტიკას საუკეთესო შედეგი მოაქვს.
უახლესი ამბები & ბლოგი


ოთხი მიზეზი, თუ რატომ არის კონტენტ მარკეტინგი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი

7 მიზეზი, რომ თქვენი ვებგვერდი მოძველებულია
6 მარტივი რჩევა ეფექტური Instagram Story-სთვის
გაინტერესებთ, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ჩვენ უფასოდ გთავაზობთ მინი-აუდიტის სერვისს თქვენი სასტუმროსათვის, რათა ნათლად დაინახოთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობები ციფრულ სამყაროში.
სწრაფი ლინკები
რას ვაკეთებთ
+995 (32) 2 830 100
hello@cordie.co
ყოველკვირეული რჩევები და სიახლეები მასპინძლობის მარკეტინგიდან
ჩვენი ონლაინ-პორტალი სტუმარ-მასპინძლობის შესახებ : HospitalityHub.Ge
Hospitality Hub LLC

United Kingdom
Stanmore House 15-19 Church Road, Stanmore, Middlesex

Georgia
2nd turn Shatberashvili Street, 2, Tbilisi