სასტუმროს
LANDING გვერდი



ძლიერი საშუალება ვიზიტორების გასაზრდელად და დამატებითი სერვისებისგან შემოსავლის მისაღებად.
რა არის landing გვერდი?
landing არის გვერდი, რომელზეც ვიზიტორი გადამისამართდება სასტუმროს ვებგვერდიდან,
ან სხვა სარეკლამო გვერდიდან. (მაგ: სიახლე, რეკლამა ინტერნეტში ან სოციალურ მედიაში)

landing გვერდი გამიზნულია კონკრეტული სარეკლამო კამპანიისთვის,
მაგალითად სპეციალური შეთავაზებებისთვის სასტუმროსგან, ფასდაკლებებისთვის და
დამატებითი სერვისების გაყიდვისთვის. გვერდის მიზანია ვიზიტორის ქცევა მომხმარებლად.

Landing გვერდებში ჩადებულია ძირითადი მესიჯი, მაშასადამე, ის აძლევს საშუალებას სასტუმროებს,
გაავრცელონ საჭირო მესიჯი საჭირო აუდიტორიისთვის საჭირო დროს.

რატომ გჭირდებათ landing გვერდი სასტუმროს მარკეტინგული სტრატეგიისთვის:
Landing გვერდებს ერთი კონკრეტული მიზანი აქვთ
სასტუმროს ვებგვერდებზე ძირითადად ბევრი განსხვავებული ინფორმაციაა განთავსებული. Landing გვერდი ფოკუსირებულია მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ვიზიტორს ერთ კონკრეტულ სერვისზე, შესაბამისად ორიენტირებული იყოს სწორედ ამ კონკრეტული სერვისის გაყიდვაზე.
Landing გვერდის მიზანია, მომხმარებელს სწრაფად მიაღებინოს გადაწყვეტილება
Landing გვერდი მორგებულია სამიზნე აუდიტორიასა და მათ მოთხოვნებს
ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებზე დაყრდნობით ვიღებთ. Landing გვერდი შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელში გამოიწვიოს ემოცია და შესაბამისად - რეაქცია. მაგალითად: ლიმიტირებული დრო სპეციალური შეთავაზებების დაჯავშნისთვის, საკონფერენციო და სადღესასწაული ფართისთვის, სპა სერვისისთვის, რესტორნისთვის და ა.შ.
კარგი მარკეტინგული კამპანიები არ არის გათვლილი ყველაზე, არამედ, ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი სერვისით. სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრა დაგეხმარებათ კამპანიის მიზნის მიღწევაში. მაგალითისთვის, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ერთი გვერდის რამდენიმე ვერსიაა, განსხვავებული სეგმენტისათვის.
Landing გვერდი სერვისის გაყიდვის ეფექტური საშუალებაა
ქორწილი
აჩვენეთ თქვენი სასტუმროს საქორწინო სივრცის უპირატესობები. იფიქრეთ სპეციალურად ამ სერვისისთვის landing გვერდის შექმნაზე: გამოკვეთეთ ლამაზი ხედი, შიდა და გარე სივრცე, თაფლობის თვის პაკეტები, და ა.შ.


კონფერენცია
თუ გაქვთ საკონფერენციო სივრცე, ეფექტურად შექმნილი landing გვერდი დაგეხმარებათ გაყიდვების ზრდაში. სასტუმროებს, ძირითადად, ამ სერვისის შესახებ მხოლოდ მოკლე ინფორმაცია აქვთ განთავსებული, როდესაც პოტენციურ მომხმარებელს მეტი დეტალი აინტერესებს, მაგალითად: ტევადობა, კვების სერვისი, ტექნიკური აღჭურვილობა. სრულყოფილი ინფორმაცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს, სწორედ თქვენ აგირჩიოთ.
სპეციალური პაკეტები
თუ გაქვთ სპეციალური პაკეტები, მაგალითად შაბათ-კვირის პაკეტი, შექმენით landing გვერდი განსხვავებული სამიზნე აუდიტორიისთვის. აჩვენეთ თქვენი უპირატესობები, შესთავაზეთ კულტურული ტურები, გააგებინეთ თქვენი დამატებითი სერვისების შესახებ. დაეხმარეთ პოტენციურ მომხმარებელს, წარმოიდგინოს თქვენთან სტუმრობა.
სეზონური პაკეტები
თქვენი სასტუმროს დატვირთვა შეიძლება განსხვავებული იყოს სეზონურად. როდესაც დაჯავშნის landing გვერდი ადაპტირებულია სეზონზე, თქვენ შეგიძლიათ სეზონის მიხედვით აწარმოოთ შეთავაზებები პოტენციურ კლიენტებთან, რაც განაპირობებს მომხმარებლად ქცეული ვიზიტორების ზრდას.
დამატებითი სერვისების Cross sell და upsell გაყიდვა
სტუმრებს მრავალფეროვანი მოთხოვნები აქვთ. landing გვერდი კარგი საშუალებაა, ხაზი გაუსვათ სერვისებს, რომლებსაც აწვდით: სპა, რესტორანი, ფიტნეს ცენტრი და ა.შ. ეფექტურ landing გვერდს თქვენი სტუმარი გამოიყენებს თქვენთან ყოფნის მანძილზეც, რაც გაზრდის თქვენს შემოსავალს.
შესაძლებლობები
უნიკალური დიზაინი
ჩატბოტ
შექმნილია გაყიდვების გაზრდისთვის
იტეგრირება სოციალურ
მედიასთან
რამდენიმე ენოვანი
ხელმისაწვდომ
ადაპტირებული დიზაინი
ანალიტიკა
სასტუმროს LANDING გვერდი
დააკლიკეთ ფოტოს ნიმუშის სანახავად
სასტუმროს LANDING გვერდი
დააკლიკეთ ფოტოს ნიმუშის სანახავად
სასტუმროს LANDING გვერდი
ფასი
₾ 1290
სტანდარტი | 5 დღე
ექსკლუზიური დიზაინი
რამდენიმე ენა
SEO (საძიებო სისტემაზე ოპტიმიზაცია)
ადაპტირებული დიზაინი
სოციალურ მედიასთან ინტეგრაცია
დაჯავშნის მოდული
ანალიტიკა
ანიმაციური ეფექტები
Pop-up ფანჯრები მარკეტინგული მიზნებისთვის
ჩატბოტი
ინტეგრაცია (CRM, ელფოსტის სისტემასთან)
რეკლამირება (Google Ads ფეისბუქი)
₾ 1590
პრემიუმი | 10 დღე
ექსკლუზიური დიზაინი
რამდენიმე ენა
SEO (საძიებო სისტემაზე ოპტიმიზაცია)
ადაპტირებული დიზაინი
სოციალურ მედიასთან ინტეგრაცია
დაჯავშნის მოდული
ანალიტიკა
ანიმაციური ეფექტები
Pop-up ფანჯრები მარკეტინგული მიზნებისთვის
ჩატბოტი
ინტეგრაცია (CRM, ელფოსტის სისტემასთან)
რეკლამირება (Google Ads ფეისბუქი)
დაგვეკონტაქტეთ
წაიკითხეთ მეტი
Landing გვერდების შესახებ
სწრაფი ლინკები
რას ვაკეთებთ
+995 (32) 2 830 100
hello@cordie.co
ყოველკვირეული რჩევები და სიახლეები მასპინძლობის მარკეტინგიდან
ჩვენი ონლაინ-პორტალი სტუმარ-მასპინძლობის შესახებ : HospitalityHub.Ge
Hospitality Hub LLC

United Kingdom
Stanmore House 15-19 Church Road, Stanmore, Middlesex

Georgia
2nd turn Shatberashvili Street, 2, Tbilisi