სოციალური მედია მარკეტინგი სასტუმროებისთვის
სოციალური მედია მარკეტინგი სასტუმროებისთვის
სოციალური მედია მომსახურების სფეროს ფუნდამენტური ელემენტია, განსაკუთრებით ტურიზმსა და მასპინძლობის ინდუსტრიაში. Cordie-ის სოციალური მედიის სპეციალისტთა გუნდი შეგიქმნით დროულ, შესაბამის და აქტუალურ კონტენტს სოციალურ მედიაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ ეფექტურ კომუნიკაციას ბრენდსა და მომხმარებელს შორის მრავალ პლატფორმაზე.

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული სოციალური მედია სტრატეგიის შექმნაში, ვაკონტროლებთ სოციალური მედიის არხებს, ბრენდის რეპუტაციასა და ა.შ. ვზრუნავთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენ შესახებ სოციალური მედიითა თუ ინტერნეტით.

სოციალური მედია სტრატეგია
სოციალურ ქსელში ეფექტურად წარმოჩენა ნებისმიერი ბრენდისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ შედეგიანი სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება, რომელიც თქვენი ბიზნესის მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ, დიდი თავსატეხია.
ჩვენ ვქმნით ბრენდის მიზნებზე და იდენტობაზე მორგებულ სოციალურ მედია სტრატეგიას. კვლევის შედეგად დავადგენთ, რა სჭირდება თქვენს ბრენდს და მოვძებნით გზებს შესაბამისი მიზნების განხორციელებისთვის.

• სოციალური მედიის გეგმა
• განვითარების გეგმა
• კამპანიის შემუშავება
სერვისები
კონტენტის შექმნა
კრეატიული და მიზნობრივი კონტენტის შექმნით ხაზს გავუსვამთ თქვენი ბრენდის ღირებულებებს. ფოტო, ვიდეო და ტექსტური მასალის ერთობლიობით დავეხმარებით თქვენს ბიზნესს, სწორად პოზიციონირდეს სოციალურ მედიაში.


• კონტენტის შემუშავება
• კოპირაითინგი
ფასიანი რეკლამა


სოციალურ მედიაში შედეგის მისაღწევად ბიუჯეტი უნდა გაიღოთ. იქნება ეს პოსტის "დაბუსტვა" თუ გამომწერთა რაოდენობის გაზრდაზე გათვლილი კამპანია, ჩვენი გუნდი ეცდება, თქვენმა კონტენტმა მაქსიმალურად მეტ აუდიტორიას მიაღწიოს.

სასტუმროს კლიენტის მენეჯმენტის სისტემის ბაზის გამოყენებით, ავამაღლებთ თქვენი ბრენდის ცნობადობას. დამატებით, ინფორმაციას დავახარისხებთ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინებით, რასაც გამოვიყენებთ სარეკლამო კამპანიის მიმდინარეობისას.


• აუდიტორიის განსაზღვრა
• ოპტიმალური აქტივობა
• შედეგი
ანალიტიკა & ანგარიში
სოციალური მედიის სამყარო მუდმივად ცვალებადია, ამიტომ ჩვენ გამუდმებით ვიკვლევთ, რა უფრო კარგად მუშაობს და რა - არა. ამისთვის, ყოველთვიურად და კვარტლურად ვამზადებთ ანგარიშებს, სადაც ვიკვლევთ სოციალური მედია კამპანიის შედეგებს და განვსაზღვავთ სამომავლო სტრატეგიებს.

• ყოველთვიური ანგარიშები
• კვარტლური ანგარიშები

კონკურენტთა კვლევა
მნიშვნელოვანია, არ მოადუნოთ ყურადღება თქვენი მთავარი კონკურენტების მარკეტინგული სტრატეგიების მიმართ, რათა თქვენი ნაბიჯები მათგან გამოირჩეოდეს. თითოეულ კამპანიაზე მუშაობის დასაწყისში ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ანგარიშს კონურენტების შესახებ, რათა გაიგონ, რა მიმართულებით არიან ისინი ძლიერები და რა მიმართულებებით - არც ისე.

ეს გვეხმარება, შევქმნათ მაქსიმალურად ეფექტური სოციალური მედია კამპანიები.

ტრენინგი და კონსულტაცია სოციალური მედიის შესახებ
სოციალური მედია პლატფორმები მუდმივად ვითარდება და ახალ ფუნქციებს იძენს. ბრენდებს დღითიდღე მეტი შესაძლებლობები ეძლევათ, აწარმოონ კონტენტი. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ თქვენს მარკეტინგულ გუნდთან ერთად და გავუზიაროთ მათ სტრატეგიული დაგეგმვის საუკეთესო გამოცდილება.

ჩვენ გირჩევთ, რომელი მედია პლატფორმები უნდა გამოიყენოთ, რათა ეფექტურად მიაწვდინოთ ხმა სამიზნე აუდიტორიას. Cordie-ს შეუძლია გაგიწეროთ სტრატეგია სპეციალურად Facebook -სა და Instagram-ზე სამუშაოდ.

ჩვენ დაგიგეგმავთ ინდივიდუალურ ვორქშოფებს თქვენი ყოველდღიური კონტენტის სტრატეგიის შესაქმნელად. მოვერგებით თქვენს ბიუჯეტს, თუ თქვენი მიზანია, დაბალი დანახარჯებით, თქვენი გუნდის გამოცდილების გამდიდრება.

გაინტერესებთ, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ჩვენ უფასოდ გთავაზობთ მინი-აუდიტის სერვისს თქვენი სასტუმროსათვის, რათა ნათლად დაინახოთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობები ციფრულ სამყაროში.
სწრაფი ლინკები
რას ვაკეთებთ
+995 (32) 2 830 100
hello@cordie.co
ყოველკვირეული რჩევები და სიახლეები მასპინძლობის მარკეტინგიდან
ჩვენი ონლაინ-პორტალი სტუმარ-მასპინძლობის შესახებ : HospitalityHub.Ge
Hospitality Hub LLC

United Kingdom
Stanmore House 15-19 Church Road, Stanmore, Middlesex

Georgia
2nd turn Shatberashvili Street, 2, Tbilisi