სასტუმროს ვებგვერდები
7 მიზეზი, რომ თქვენი ვებგვერდი მოძველებულია
არ ხართ დარწმუნებული გჭირდებათ თუ არა ვებგვერდის განახლება? გადახედეთ ჩვენს რჩევებს და თავად განსაზღვრეთ.

ქვემოთ მოცემულია 7 რჩევა, რომელზე დადებითი პასუხის გაცემაც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ სიახლე გჭირდებათ.

1. ყველაზე ხშირად ნახვადი გვერდები "დამარხულია"

გადახედეთ გუგლის ანალიტიკას, რათა გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი ვებგვერდი როგორც მარკეტინგული იარაღი. რამდენად ადვილად ხვდება ვიზიტორი თქვენს ყველაზე ხშირად ნახვად გვერდზე? თუ ამისთვის ბევრ ღილაკსა და მენიუს შორის უწევს გადასვლა, ეს იმის ნიშანია, რომ ნავიგაციის სისტემა გასაახლებელია.

2. მესიჯი არაცალსახაა

შეიძლება მარტივად ჟღერდეს მაგრამ ამ ნაწილში ბევრი გვერდი იჭრება. სთხოვეთ მეგობარს, შევიდეს თქვენს გვერდზე, იქ მხოლოდ 60 წამი გაატაროს და გითხრათ თქვენი საქმიანობის ძირითადი სფერო და თუ ვინ არიან თქვენი მომხმარებლები, თუ ამას ვერ შეძლებენ, მაშინ საქმე გვაქვს პრობლემასთან.

3. არ გაქვთ მიზანი

რა გსურთ, რომ ვიზიტორმა გააკეთოს როცა თქვენს გვერდზე შემოვა? იქნება ეს დაჯავშნა, სტატიის წაკითხვა თუ სხვა, აუცილებლად უნდა გქონდეთ წინასწარ განსაზღვრული. თუ ამ შეკითხვას ვერ პასუხობთ აშკარაა, რომ თქვენი საიტი ვერ იქნება კარგი მარკეტინგული იარაღი რაც არ უნდა კარგი დიზაინის იყოს.

4. გვერდი შენელებულია

საიტის შენელების მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. შეიძლება სერვერი მოძველდა, გადაიტვირთა ან თუნდაც გატეხეს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ზედმეტად მაღალი ხარისხის ფოტოები საიტებს ანელებენ. შესაძლებელია მათი მცირედ დაპატარავება ისე, რომ ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს, თუმცა საიტის სიჩქარეზე დადებითად იმოქმედოს.

5. გვერდი მოუქნელია

გვერდი მორგებული უნდა იყოს მობილურ ტელეფონის ზომებსაც. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ინფორმაციის მისაღებად კომპიუტერის ნაცვლად მობილურ ტელეფონს იყენებს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ბიზნესში ხართ, გვერდი მობილურ მომხმარებელსაც უნდა მოარგოთ, რათა არ დაკარგოთ პოტენციური კლიენტები.

6. ელემენტები მოძველებულია

თუ თქვენ ძველ ფონტებს და გაფორმების ელემენტებს იყენებთ, დროა განახლება შეიტანოთ. ძალიან ბევრი საშუალება არსებობს იმისა, რომ თქვენს გვერდს ახალი სიცოცხლე შესძინოთ.

7. წრაფი განახლება რთულია

თუ ნებისმიერ პატარა ცვლილებაზეც ვებ დიზაინერთან დარეკვა გიწევთ, ესეიგი საიტის კონტროლის მექანიზმი არ გაქვთ, ან მოძველებულია. თანამედროვე მართვის მექანიზმები მარტივი გზაა ვებსაიტისთვის სხვადასხვა ცვლილებების მოსარგებად და არ არის აუცილებელი, ყოველ 2 წელიწადში ახალი საიტის შექმნა დაგჭირდეთ.
თუ მოგეწონათ სტატია, გააზიარებთ?
სწრაფი ლინკები
რას ვაკეთებთ
+995 (32) 2 830 100
hello@cordie.co
ყოველკვირეული რჩევები და სიახლეები მასპინძლობის მარკეტინგიდან
ჩვენი ონლაინ-პორტალი სტუმარ-მასპინძლობის შესახებ : HospitalityHub.Ge
Hospitality Hub LLC

United Kingdom
Stanmore House 15-19 Church Road, Stanmore, Middlesex

Georgia
2nd turn Shatberashvili Street, 2, Tbilisi