სოციალური მედია მარკეტინგი
6 მარტივი რჩევა ეფექტური Instagram Story-სთვის
მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინსტაგრამმა საკუთარ მომხმარებელს ე.წ. Story-ს ფუნქცია გააცნო, პლატფორმა სასტუმროების ქსელებისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო გახდა. ინსტაგრამის პროფილის ესთეტიკურობა სასურველი შედეგების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია, ხოლო Story-ს მეშვეობით სასტუმროებს შეუძლიათ გაცილებით უფრო არაფორმალური კონტენტის გაზიარება. სიახლის კრეატიული ფორმით გაცნობა გამომწერებს ნამდვილად დაარწმუნებს თქვენს განსაკუთრებულობაში, როცა ირგვლივ უამრავი კონკურენტია, ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ გზას რათა საკუთარი წარმატება კიდევ უფრო ხელშესახები გახადოთ:

1.კარგია, თუ ავთენტურ, რეალურ დროში შექმნილ მასალას გააზიარებთ.

Story-ს მეშვეობით აჩვენეთ მოგზაურებს, თუ როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენს სასტუმროში, იქნება ეს გამაოგნებელი ხედები თუ ყოველდღიური დეტალებია, როგორიც მაგალითად, სამზარეულოში კერძების მზადების პროცესია. ჩვეულებრივ, მსგავსი კადრები საიმიჯო ფოტოსესიებსა და სარეკლამო ვიდეორგოლებში არ ხვდება, ამიტომ მიეცით სტუმრებს საშუალება დეტალურად გაიცნონ ყველაფერი, რასაც თქვენ მათ სთავაზობთ.

2. თავი შეიკავეთ სარეკლამო შინაარსის პოსტებისგან.

საუკეთესო ისტორიები რეალურ დროშია გადაღებული, თუმცა დასაშვებია გარკვეული ღონისძიების შესახებ ხალხის ამ გზით ინფორმირებაც. მიუხედავად ამისა, ყურადღება მიაქციეთ, რომ კონტენტის სულ მცირე 75%-ი მაინც იყოს ავთენტური შინაარსის.

3.გააზიარეთ თქვენი სასტუმროს მომხმარებლების პოსტები.

თქვენი სტუმრების მიერ გამოქვეყნებული პოსტები საუკეთესო საშუალებაა გამომწერებს აჩვენოთ, თუ რას სთავაზობთ თითოეულ ვიზიტორს. ამასთანავე, ამ გზით თქვენ ნაკლებ დროს დახარჯავთ ორიგინალური კონტენტის შექმნაზე, რომელიც უკვე მზა სახით მოგეწოდებათ. კარგი იქნება, თუ სტუმრებს წაახალისებთ რომ საკუთარ პოსტებზე სასტუმროც მონიშნონ, ამ გზით ვერცერთი მათგანი ვერ დარჩება თქვენი ყურადღების მიღმა.
4.ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ მომხმარებლის პოსტებით.

სასტუმროში დასაქმებული პირები, ბუნებრივია, სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებენ მასთან დაკავშირებულ კონტენტს, ამიტომ ნუ დაეყრდნობით მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის მიერ გენერირებულ პოსტებს და თავისუფლად გააზიარეთ თქვენივე გუნდის მიერ ატვირთული საინტერესო ვიდეო თუ ფოტო მასალა.


5.ექსკლუზიური შეთავაზებები სოციალური ქსელის მეშვეობით.

ინსტაგრამის Story-ს ნახვა მხოლოდ 24 საათის მანძილზეა შესაძლებელი, ამიტომ ამ გზით ექსკლუზიური შეთავაზებების გაზიარება, მომხმარებელში დროში შეზღუდულობის შეგრძნებას აჩენს და უბიძგებს სიახლეს დაუყოვნებლივ გაეცნოს. ყოველ ანგარიშს, რომლის გამომწერების რაოდენობაც 10 000-ს აღემატება, აქვს ე.წ. swipe-up ფუნქცია, რითიც ნებისმიერი ბმულის განთავსება პირდაპირ ისტორიის ველში შეგიძლიათ. ამ გზით, გამომწერები პირდაპირ გადავლენ დაჯავშნის საიტზეც.

6.არ გამოაქვეყნოთ ზედმეტად ბევრი პოსტი ერთად!

XXI საუკუნეში ძალიან რთულია ადამიანების ყურადღება ერთსა და იმავე საკითხზე დიდი ხნით შეაჩერო, ამიტომაც თუ ისტორიის ველში ზედმეტად ბევრ პოსტს განათავსებთ, შედეგად გაწბილებულ გამომწერს მიიღებთ, რომელიც ხელის მარტივი მოძრაობით გათიშავს ჯერ კიდევ უნახავ პოსტებს. შესაბამისად, იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი მომხმარებლების სიახლეები ზედმეტი ინფორმაციით არ გადატვირთოთ.
თუ მოგეწონათ სტატია, გააზიარებთ?
სწრაფი ლინკები
რას ვაკეთებთ
+995 (32) 2 830 100
hello@cordie.co
ყოველკვირეული რჩევები და სიახლეები მასპინძლობის მარკეტინგიდან
ჩვენი ონლაინ-პორტალი სტუმარ-მასპინძლობის შესახებ : HospitalityHub.Ge
Hospitality Hub LLC

United Kingdom
Stanmore House 15-19 Church Road, Stanmore, Middlesex

Georgia
2nd turn Shatberashvili Street, 2, Tbilisi