სოციალური მედია მარკეტინგი
ოთხი მიზეზი, თუ რატომ არის კონტენტ მარკეტინგი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი
ასტუმროს გუნდისთვის კონტენტ მარკეტინგი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელმა ფართო მარკეტინგულ მიდგომებთან კონტენტ მარკეტინგის რაღაც დონეზე ინტეგრირება მოახდინა. ამ ყველაფერს კი, თავის მიზეზები აქვს.

ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია პოსტების, ვიდეოების, ბლოგებისა და მსგავსი სახის კონტენტის შექმნა-გავრცელება ბრენდის ცნობადობის გაზრდის ძირითადი საშუალებაა. თავისი არსით, კონტენტ მარკეტინგის ასეთი ტრენდი სულაც არ არის მოდური. სინამდვილეში ის მოძველებული მარკეტინგული მიდგომის: „ამბის გადმოცემის" განახლებული სახესხვაობაა.

სუპერ-კონკურენტულ ტურისტულ ინდუსტრიაში ყველა სასტუმროს საკუთარი გამორჩეული ამბავი აქვს მოსაყოლი, ხოლო ციფრული პლატფორმები: Instagram, Facebook, YouTube, Twitter და Pinterest მილიარდობით აუდიტორიას გთავაზობენ. ამბების გადმოცემის ციფრული შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი და დასამახსოვრებელი ინფორმაცია. სასტუმროს გუნდმა ის ქმედითადაც უნდა აქციოს.

ყველანაირი კონტენტი მიზნად უნდა ისახავდეს სასტუმროს ვებსაიტსა და აპლიკაციაზე შემომსვლელების მოზიდვას და პირდაპირი ჯავშნების გენერირებას უწყობდეს ხელს. ხოლო თუკი პოსტი იმწუთასვე არ აისახება ნომრის გაქირავებაზე, არ ნიშნავს, რომ კონტენტი ღირებულებას არის მოკლებული.

პირდაპირი ჯავშნის მოზიდვის გარდა, კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც კონტენტ მარკეტინგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა დღეს, ვიდრე სხვა დროს ყოფილა.
მოიპოვებს ნდობას

უცნობ სასტუმროში ნომრის დაჯავშნა ბედის მოსინჯვას ჰგავს. დაჯავშნისას ტურისტებს სწადიათ დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. ამის მიხვედრის საშუალება სხვების შეფასებები და ვებსაიტზე განთავსებული ფოტოებია. ტურისტებს აწუხებთ კითხვები: ნამდვილად უზრუნველყობს თუ არა სასტუმრო ყველა ამ სიკეთით? არის თუ არა უსაფრთხო? სასტუმროდან ადვილად მიაღწევს თუ არა სხვადასხვა გასართობ ადგილებამდე, თუ დანიშნული შეხვედრებისა და სადილების ლოკაციამდე?

კონტენტ მარკეტინგი კი სასტუმროს გუნდს შესაძლებობას აძლევს მეტი ინფორმაცია და საკუთარი განსხვავებული ამბები მიაწოდოს პოტენციურ სტუმრებს. უსასყიდლოდ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებისა და აქტუალურ კითხვებზე პასუხის გზით, სასტუმრო ტურისტებში ნდობას მოიპოვებს, ხოლო როდესაც საქმე არჩევანის გაკეთებაზე მიდგება, სწორედ ის სასტუმრო გაუელვებს თავში პირველად, რომელმაც მეტი ინფორმაცია და ცოდნა შესძინა.

ზრდის ბრენდის აქტივობას

სოციალური ქსელების გაზიარების უნარი კიდევ ერთი საყურადღებო მომენტია, რაც კონტენტ მარკეტინგს უნიკალურად აქცევს. სულ ცოტა, ოთხიდან სამი ტურისტი დასვენების ამსახველ სურათს მოგზაურობის პერიოდშივე დებს სოციალურ ქსელში. ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერ განთავსებული პოსტები ყველაზე დიდ განლენას ახდენს მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში. კიდევ ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 86% კონკრეტულ ადგილზე მოგზაურობით მეგობრების და ნაცნობების მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული სურათების ნახვის შემდეგ დაინტერესდა. ეს კი მოგზაურობის სფეროს გავლენიანი პირების ფოტოებზე ორჯერ მეტად დამაჯერებელია.

ორიგინალური კონტენტის შემუშავება ბრენდის აქტივობის გაზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ახალგაზრდა ტურისტებს ეხება. მილენიუმის თაობის დაახლოებით ოთხიდან სამი წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯავშნის გაკეთებამდე კომპანიის სოციალური მედიის გვერდს ამოწმებს, მესამედი კი აცხადებს, რომ მაშინვე წყვეტს ჯავშნის პროცესს, როგორც კი აღმოაჩენს, რომ სასტუმრო სოციალურ ქსელში სათანადოდ არ არის წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანი ფაქტებით გაჯერებული, ინფორმაციული, მაღალხარისხიანი კონტენტი კარს უხსნის შესაძლებლობებს, ხოლო ბრენდის ფართოდ გავრცელება განაპირობებს მაღალ ცნობადობას და ზრდის მასზე მოთხოვნას.
ხაზს უსვამს კლიენტების მომსახურების მიმართ პასუხისმგებლობას

პოტენციური კლიენტების ყველა შეკითხვა ტელეფონის და იმეილის მეშვეობით არ მოგდით. მოგზაურებისთვის სულ უფრო მეტად კომფორტული ხდება სოციალური მედიით სასტუმროებთან კომუნიკაცია და მათი პოსტების კომენტარების ველში შეკითხვების დასმა.

თუკი სასტუმრო ადგილობრივი გასართობების ამსახველ ფოტოს აზიარებს, ამან შეიძლება მომხმარებელი დააინტერესოს და იკითხოს, თუ რა მანძილზეა ეს ადგილი თქვენი სასტუმროდან. როგორც კი პოსტით მომხმარებლის ყურადღებას მიიპყრობთ, მოსალოდნელია, რომ მას მოტივაცია უჩნდება სოციალურ ქსელით დაგეკონტაქტოთ, რათა მეტად კრიტიკულად შეაფასოს თქვენი მიდგომები. მაგალითად, კეთილგანწყობილია თქვენი სასტუმრო შინაური ცხოველების მიმართ? ან შეიძლება მასაჟით სარგებლობა? ამ კომენტარებზე პასუხები, სწორი მესიჯები და სხვა ციფრული გამოკითხვის საშუალებები პირდაპირ ჯავშნებს უზრუნველყოფენ. ადამიანები საიმედოდ გრძნობენ თავს იმ კეთილგანწყობილ სასტუმროსთან ურთიერთობისას, რომელიც მზად არის უკუკავშირისთვის და კლიენტებთან მომსახურებისას მონდომებას იჩენს.

ზრდის ონლაინ ტრეფიკს

სოციალური ქსელების ფართოდ გავრცელების მიუხედავად, მოგზაურთა უმეტესობა სასტუმროს მოსაძებნად კვლავ Google-ს მიმართავს.

რადგანაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემას მუდმივად ცვალებადი ალგორითმი აქვს, რომელიც განსაზღვრავს თუ რა ადგილას გამოჩნდეს ვებგვერდი ძიების შედეგებში, კონტენტ მარკეტინგი გადამწყვეტი ხდება ძიების მთავარ შედეგებში შესამჩნევი ადგილის მოსაპოვებლად.

Google-ს ახალი კონტენტი მოსწონს. ის ვებსაიტები, რომლებიც ახალ სტატიებს, ვიდეოებს, ფოტოებსა და ბლოგებს ავრცელებენ, მაღალ რეიტინგსაც აღწევენ. ეს არის საძიებო მოწყობილობის ოპტიმიზების საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ყველა სასტუმრომ უნდა დანერგოს. ხშირი კონტენტი ასევე, ნიშნავს საძიებო ფრაზების უფრო ფართო წრეში მოხვედრის შესაძლებლობას, რაც სასტუმროს ვებგვერდზე შემომსვლელების რიცხვს ზრდის.

როდესად რაიმე სახის კონტენტს ქმნი, მნიშვნელოვაია იცოდე რატომ ქმნი და რომელ არხებზე აპირებ მის წარმოჩენას. სასტუმროს წარმატებული კონტენტ მარკეტინგი მუდმივ თავდადებას მოითხოვს. უნდა მიხვდეთ, თუ როგორ რეაგირებს ხალხი სხვადასხვა არხზე სხვადასხვა ტიპის კონტენტზე. მაგრამ ამას თუ სწორად გააკეთებთ, ცოტა მარკეტინგული სტრატეგია თუ აღმოჩნდება მასზე ეფექტური ან მომგებიანი.

მცირე ქონებისა და კონტენტ მარკეტინგში ნაკლები გამოცდილების მონე ბიზნესებს ეს ყველაფერი ნუ დაგაბრკოლებთ. სანდო და კონტენტში გამოცდილ მარკეტოლოგებთან პარტნიორობა ჭკვიანური სვლაა, რომ დარწმუნდეთ მუშაობს თუ არა თქვენი სასტუმროს ამბების გადმოცემის მეთოდები.
თუ მოგეწონათ სტატია, გააზიარებთ?
სწრაფი ლინკები
რას ვაკეთებთ
+995 (32) 2 830 100
hello@cordie.co
ყოველკვირეული რჩევები და სიახლეები მასპინძლობის მარკეტინგიდან
ჩვენი ონლაინ-პორტალი სტუმარ-მასპინძლობის შესახებ : HospitalityHub.Ge
Hospitality Hub LLC

United Kingdom
Stanmore House 15-19 Church Road, Stanmore, Middlesex

Georgia
2nd turn Shatberashvili Street, 2, Tbilisi